წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს, სანამ გამოიყენებთ საიტს govisa.ge. საიტის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.
საიტის მფლობელი:
ინდივიდუალური მეწარმე გივი მეფისაშვილი
პირადი ნომერი: 01024088254
Email: info@govisa.ge
1. სერვისის აღწერა
govisa.ge მომხმარებლებს სთავაზობს დახმარებას სავიზო განაცხადების ონლაინ შევსებასა და გადაგზავნაში. მომხმარებელი ავსებს მარტივ ონლაინ ფორმას, რის შემდეგაც ჩვენი ოპერატორი ავსებს ოფიციალურ განაცხადს შესაბამისი ქვეყნის საიტზე და გზავნის მომხმარებელს საბოლოო საბუთებს.
2. პასუხისმგებლობა
ჩვენ ვუზრუნველყოფთ მონაცემების კონფიდენციალურობას და არ ვაგზავნით არასაჭირო ინფორმაციას მესამე მხარეს. თუმცა, მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე. არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემთხვევაში, არ ვაგებთ პასუხს ვიზის უარყოფაზე.
3. გადახდის პირობები
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება განაცხადის ტიპის მიხედვით და ნაჩვენებია შევსების პროცესში. გადახდა შესაძლებელია ონლაინ ბარათით ან საბანკო გადმორიცხვით.
4. თანხის დაბრუნება
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა არასწორად გადმორიცხა თანხა ან სერვისი არ მიეღო ჩვენი სისტემური შეცდომის გამო. ვიზაზე უარის მიღების შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება, რადგან ჩვენ ვასრულებთ შევსების სერვისს და არა ვიზის მინიჭებას.
5. კონფიდენციალურობა
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოიყენება მხოლოდ ვიზის სერვისთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
6. ასაკობრივი ზღვარი
საიტის გამოყენება და გადახდის განხორციელება შეუძლია მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირებს.
7. საავტორო უფლებები
საიტზე განთავსებული ყველა ტექსტი, ლოგო, დიზაინი და სხვა მასალები ეკუთვნის გივი მეფისაშვილს და არ შეიძლება მათი კოპირება ან გამოყენება წინასწარი თანხმობის გარეშე.
